რეზონანსი
26.05.2026

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები გიორგი კობიაშვილი, რომელიც „ბოლო ზარის“ დღეს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდა, მძიმე მდგომარეობაშია.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თავის ტრავმებით თბილისშია გადაყვანილი.  დაშავებულის ახლობლები მოქალაქეებს ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ოჯახს ყველა შესაბამისი რესურსი ამოეწურა. 

„ჩვენი სოფლის მცხოვრებლებს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდათ, რის შედეგადაც ტყუპისცალი, გიორგი კობიაშვილი, მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას.

გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ამ რთულ დროს. თითოეული დახმარება მნიშვნელოვანია და დიდ ძალას მისცემს ოჯახს“, - წერენ მეგობრები.

შეგახსენებთ, ავარია სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა. ახაშენის სკოლის მოსწავლეები „ბოლო ზარს“ აღნიშნავდნენ, რა დროსაც კოლონაში მოძრავი “ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.

დახმარების მსურველებისთვის: მიმღები დედა- 

13001036984  მთივლიშვილი ნათია

საქ GE06BG0000000101005347

თბს GE39TB7700745064300096

კრედო GE48CD0360000038345834

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×