რეზონანსი
26.05.2026

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ის ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ამ მცირერიცხოვანი, ერთეული ადამიანების რეალურ სახეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ყველას წინაშე.

„ეს ამ მცირერიცხოვანი, ერთეული ადამიანების რეალურ სახეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მთელი საზოგადოების წინაშე", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სიმბოლურია, რომ დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წელსაც აღნიშნავს. თუმცა რატომღაც, ეს ოპოზიციისთვის გაღიზიანების მიზეზი გახდა. ამ თემაზე სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ პოსტებსაც შეხვდებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×