რეზონანსი
26.05.2026

დღეს, ვენაში, უკრაინის მოთხოვნით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოსა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის სპეციალური ერთობლივი სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ ერთობლივ შეხვედრაზე განხილული იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური სარაკეტო დარტყმები და დრონებით თავდასხმები, ასევე, მოსკოვის უახლესი მუქარები. ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მიმართ", - წერს სიბიგა X-ზე.

ანდრეი სიბიგას თქმით, შეხვედრის მოწვევის მიზნით ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას აფასებს.

„პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის, ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც დღეს გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×