
დედაქალაქში სადღესასწაულო მოვლენების ეპიცენტრი ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღია. სწორედ ამ ორ ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში, მიმდინარეობს კულტურული, სპორტული, გასართობი და საბავშვო ღონისძიებები.
დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა „მედია ჰოლდინგის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა. რეჟისორ ბაკურ ბაკურაძის განცხადებით, დღევანდელ ღონისძიებაზე, თემატიკიდან გამომდინარე, ქვეყნის საუკეთესო კომპოზიტორების მიერ შესრულებული ნაწარმოებები შესრულდება.
„კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, თბილისის ოპრისა და ბალეტის ორკესტრი და ბენდი, მუსიკოსებთან ერთად. კონცერტში მონაწილეობს თითქმის ყველა სახელმწიფო ანსამბლი, წარმოდგენილნი იქნებიან ჩვენი ვარსკვლავები. თემატიკიდან გამომდინარე, შესრულდება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კომპოზიტორების მიერ შესრულებული ნაწარმოებები. იმედი მაქვს, ტელემაყურებელიც და დამსწრე საზოგადოებაც სიამოვნებას მიიღებს“, - განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.