რეზონანსი
26.05.2026

„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს: გარდაიცვალა 4 წლის  ემილი ყიფიანი. გავრცელებული ცნობით, ბავშვს გულზე პრობლემები ჰქონდა.

ა (ა) ი პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, #2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელის, ემილი ყიფიანის გარდაცვალების გამო.

„არ ვიცი ამ ამბავს რა ჰქვია, არც ის ვიცი ამ დროს რა ძალა აქვს სიტყვებს ვერ ვიაზრებ მარიკო ამ ამბავს, ვერ ვიაზრებ იმას, რომ შენ შვილმკვდარი დედა გქვია, ერთადერთი შვილი ანგელოზად მოვლენილი, ანგელოზთა დასს უნდა შეურთდეს  რატომ უფალო? ემილი მხოლოდ 4 წლის იყო და სიცოცხლე უნდოდა.....  გამძლეობა მარიამ, ნოდარ, თქვენი ემილიკოს გულისთვის... ახლა უნდა გაძლიერდეთ, მხოლოდ მისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×