რეზონანსი
25.05.2026

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე დღეა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი ადევ­ნებ­და თვალს 20 წლის ას­მათ ბე­რი­ძის ის­ტო­რი­ას. ახალ­გაზ­რდა დე­დას, რო­მელ­საც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მძი­მე ინ­ფექ­ცია - ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­ნინ­გი­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და, სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა თურ­ქეთ­ში, სამ­სუ­ნის კლი­ნი­კა­ში მო­უ­წია.

მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უმოკ­ლეს დრო­ში შეძ­ლო რე­ა­ნი­მო­ბი­ლის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა, გო­გო­ნა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში. დღეს კი მისი ახ­ლო­ბე­ლი სან­დრა ზო­ი­ძე სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს - ას­მა­თი კარ­გად არის და ის უკვე სა­კუ­თარ ოჯახს და­უბ­რუნ­და, ას­მათ ბე­რი­ძის ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს კი მის ახალ ფო­ტო­საც უზი­ა­რებს, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად არის.

"ეს ოჯახი თქვენი აშენებულია, ეს ბავშვები რომ არ დაობლდა, სწორედ თქვენი 1 ლარის გამო" - ასმათ ბერიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, კარგად არის და ოჯახს დაუბრუნდა

მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე დღეა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი ადევ­ნებ­და თვალს 20 წლის ას­მათ ბე­რი­ძის ის­ტო­რი­ას. ახალ­გაზ­რდა დე­დას, რო­მელ­საც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მძი­მე ინ­ფექ­ცია - ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­ნინ­გი­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და, სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა თურ­ქეთ­ში, სამ­სუ­ნის კლი­ნი­კა­ში მო­უ­წია.

მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უმოკ­ლეს დრო­ში შეძ­ლო რე­ა­ნი­მო­ბი­ლის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა, გო­გო­ნა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში. დღეს კი მისი ახ­ლო­ბე­ლი სან­დრა ზო­ი­ძე სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს - ას­მა­თი კარ­გად არის და ის უკვე სა­კუ­თარ ოჯახს და­უბ­რუნ­და, ას­მათ ბე­რი­ძის ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვარს კი მის ახალ ფო­ტო­საც უზი­ა­რებს, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად არის.

"ამ ულა­მა­ზე­სი სუ­რა­თის ავ­ტო­რი, ხომ იცით რომ თქვენ ხართ?

27 780 ლარი ელ­ვის სის­წრა­ფით ავაგ­რო­ვეთ 2 დღე­ში და მო­ვა­ხერ­ხეთ სწრა­ფად გა­დაყ­ვა­ნა თურ­ქეთ­ში, სიკ­ვდი­ლის­თვის გან­წი­რუ­ლი ას­მა­თის...

ბაქ­ტე­რი­უ­ლი მე­ნინ­გი­ტი და­ვა­მარ­ცხეთ და ას­მა­თი და­უბ­რუნ­და თა­ვის ან­გე­ლო­ზებს.

ხოდა ეს ოჯა­ხი თქვე­ნი აშე­ნე­ბუ­ლია, ეს ბავ­შვე­ბი რომ არ და­ობ­ლდა სწო­რედ თქვე­ნი 1 ლა­რის გამო, მთე­ლი გუ­ლით მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ. სწო­რედ თქვენ­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ასე შე­გიძ­ლი­ათ სი­კე­თის კე­თე­ბა, დაე უფალ­მა გიმ­რავ­ლოთ ხვა­ვი და ბა­რა­ქა", - წერს სან­დრა ზო­ი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×