რეზონანსი
25.05.2026

მო­ქა­ლა­ქე ლიკა მა­ხა­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ერთ-ერთ კერ­ძო ბაღ­ში მის შვი­ლიშ­ვილ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და ამის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც პო­ლი­ცი­ამ ბა­ღი­დან კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ი­ღო.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მა­ნამ­დე ხე­დავ­და, რო­გორ მო­დი­ო­და ბავ­შვი და­ზი­ა­ნე­ბით სახ­ლში, თუმ­ცა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ოჯახს ეუბ­ნე­ბო­და, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბას თა­ვად იყე­ნებ­და, მი­სი­ვე სა­თა­მა­შო­თი.

"ახლა დავ­ჯე­ქი, გონ­ზე ჯერ ვერ მოვ­სულ­ვარ, თუმ­ცა ვეც­დე­ბი თან­მიმ­დევ­რო­ბით მოვ­ყვე... ეს გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ჩემს შვი­ლიშ­ვილს, და­ჩის, ეხე­ბა დაჩი 2 წლის არის და უკვე 9 თვეა და­დის ბაღ­ში. ბრი­ტა­ნულ - ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ბაღი-ABC, თით­ქმის ერთი თვეა ბავ­შვი ბა­ღი­დან მო­დის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით. (აქ, ფო­ტო­ებ­ში, და­ჩის პირ­ვე­ლი და ბოლო , მე-6 და­ზი­ა­ნე­ბე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუმ­ცა დე­და­მისს ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბის ფოტო ჰქონ­და და მი­ა­წო­და გა­მო­ძი­ე­ბას). როცა პირ­ვე­ლად შე­ამ­ჩნია ქრის­ტიმ, მა­შინ­ვე და­უ­რე­კა ბა­ღის დი­რექ­ტორს - ანი ჯოლ­ბორდს Ani Jolbordi - და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შემ­თხვე­ვის დროს ატყო­ბი­ნებ­და და სთხოვ­და, ენა­ხა კა­მე­რე­ბი და გა­ერ­კვია, რა­ტომ მო­დი­ო­და ბავ­შვი ბა­ღი­დან და­ზი­ა­ნე­ბე­ბით! ამ ქალ­ბა­ტო­ნის მხრი­დან მო­ვის­მი­ნეთ ათა­სი ვერ­სია, რომ იქ­ნებ ბავ­შვე­ბი ჩხუ­ბობ­დნენ, იქ­ნებ შემ­თხვე­ვით ეცე­მო­და, იქ­ნებ თავს იზი­ა­ნებ­და სა­თა­მა­შო­თი ( ერ­თსა და იმა­ვე ად­გილს - კი­სერს - სის­ტე­მა­ტუ­რად ) იქ­ნებ.... იქ­ნებ... იქ­ნებ... ერთ-ერთი იქ­ნე­ბი ისიც იყო, სახ­ლში ხომ არ ემარ­თე­ბაო, ანუ თქვენ ხართ დამ­ნა­შა­ვეო და ჩვენ გვაბ­რა­ლებ­თო ქალ­ბა­ტონ­მა სა­ბავ­შვო ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა არა­სო­დეს შე­ი­წუ­ხა თავი, რომ კა­მე­რე­ბი ენა­ხა ( ან იქ­ნებ ნახა კი­დე­ვაც! მის­გან აღა­რა­ფე­რი გა­მიკ­ვირ­დე­ბა!).

ხოდა ბო­ლოს, ხუთ­შა­ბათს, ბავ­შვი ისევ და­ზი­ა­ნე­ბით წა­მო­იყ­ვა­ნა ქრის­ტიმ ბა­ღი­დან. გა­მოყ­ვა­ნამ­დე ანი ჯოლ­ბორდმა ჩა­უგ­დო ფოტო, სა­დაც ჩანს, რო­გორ უჭი­რავს და­ჩის სა­თა­მა­შო მარ­ტორ­ქა და მი­ა­ყო­ლა გან­მარ­ტე­ბა, რომ ამ მარ­ტორ­ქით ბავ­შვმა თავი და­ი­ზი­ა­ნა და ვერ არ­თმე­ვენ, რად­გან ტი­რის. ( მისი მოკ­ლე ჭკუ­ით ჩვენ და­ვი­ჯე­რებ­დით, რომ ბავ­შვი მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კის­რის არე­ში ირ­ჭობ­და რე­ზი­ნის მარ­ტორ­ქას და სის­ხლს იდენ­და). ნუ, რა თქმა უნდა, ქრის­ტიმ კვლავ მო­ი­თხო­ვა კა­მე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა. ამ­ჯე­რად კი იყო სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი პა­სუ­ხი, რომ ნა­კაწ­რე­ბის გამო კა­მე­რებს ვერ შე­ა­მოწ­მებ­დნენ და, სა­ერ­თო­დაც, ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა მისი პრე­ტენ­ზი­ე­ბით, ესა­უბ­რა დამ­ფუძ­ნებ­ლებს და გა­და­წყვი­ტეს შე­ე­წყვი­ტათ მის­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ბავ­შვს ნუ­ღარ მო­იყ­ვან და დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბის თან­ხას უკან გად­მო­გი­რი­ცხავ­თო! არ ვიცი, ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, რა­ტომ აძ­ლევ­და თა­ვად მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის დედა თავს მსგავ­სი სი­თავ­ხე­დის უფ­ლე­ბას!!!

აღ­შფო­თე­ბულ­მა და­ჩის დე­დამ 112-ში და­რე­კა იმის გა­სარ­კვე­ვად, ვინ და­ეხ­მა­რე­ბო­და კა­მე­რე­ბის ნახ­ვა­ში, 112-მა შე­ა­ტყო­ბი­ნა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს. ქრის­ტის და­უ­კავ­შირ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და სთხო­ვა პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლა. ქრის­ტი კი შეჰ­პირ­და, მაგ­რამ იმ დღეს თავი შე­ი­კა­ვა, შე­ე­ცა­და დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის მი­ეწვდი­ნა ხმა, რომ ისი­ნი მა­ინც დახ­მა­რე­ბოდ­ნენ კა­მე­რე­ბის ნახ­ვა­ში. დახ­მა­რე­ბით არა­ვინ დახ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ გა­ი­გო, რომ ანი ჯოლ­ბორ­დი ავ­რცე­ლებ­და ხმას, თით­ქოს დაჩი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო და თვი­თონ იყე­ნებ­და და­ზი­ა­ნე­ბებს, რაც სიც­რუ­ეა, თუმ­ცა ესეც რომ იყოს, მით უა­რე­სი მის­თვის.

ამ­დენს აშ­კა­რად ვერ ხვდე­ბა, რო­გორც ჩანს, არა აქვს სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა და გან­წყო­ბა, რომ ბაგა-ბაღს მარ­თავ­დეს! ხოდა მე­ო­რე დი­ლას რომ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კვლავ და­უ­რე­კა ქრის­ტის ( გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მას ამ და­ჟი­ნე­ბის­თვს!), ქრის­ტი მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში. მათ სას­წრა­ფოდ მო­ახ­დი­ნეს რე­ა­გი­რე­ბა- შე­ვიდ­ნენ ბაღ­ში, ამო­ი­ღეს კა­მე­რე­ბი და ნა­ხეს ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი!!! ქრის­ტიმ მი­თხრა, ბო­ლომ­დე ვერ ვუ­ყუ­რე, რო­გორ ცემს და ათ­რევს თმე­ბით ძიძა ჩემს შვილ­სო! რო­გორ ტი­რის ორი წლის ბავ­შვი და არა­ვინ შვე­ლის!!! წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ხალ­ხო?!!!იმ ბაღ­ში ხომ მუ­შა­ო­ბენ სხვა ძი­ძე­ბი, დამ­ლა­გებ­ლე­ბი, მზა­რე­უ­ლე­ბი, მე­თო­დის­ტი, ალ­ბათ ფსი­ქო­ლო­გიც და ა.შ. ...ეს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, კა­მე­რე­ბის წინ ხდე­ბა და ბავ­შვს არა­ვინ ესარ­ჩლე­ბა, ამ მხე­ცის­გან არა­ვინ იცავს!!!

ვი­შო­რებ თა­ვი­დან ფიქ­რებს, რა ხდე­ბო­და მო­ფა­რე­ბულ ად­გი­ლებ­ში ამ 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­ხე­ლა სტრეს­ში ჰყავ­დათ ბავ­შვე­ბი!!! ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა, აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თის საქ­მე, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მხო­ლოდ ორი კვი­რის ჩა­ნა­წე­რი აქვთ ( მეტს ეტყო­ბა არ ინა­ხა­ვენ), სწავ­ლო­ბენ მა­სა­ლებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ სხვა მშობ­ლებ­საც ჰქონ­დათ ეჭ­ვე­ბი, სხვა ბავ­შვებ­საც უფიქ­სირ­დე­ბო­დათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მოკ­ლედ, საქ­მე აღ­ძრუ­ლია და სწავ­ლო­ბენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. ჩვენ ამას ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით!დაჩი არ ლა­პა­რა­კობს და უკვე ორი თვეა მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პევტთან დაჰ­ყავს ქრის­ტის. მე ვე­უბ­ნე­ბო­დი, რა­ტომ ჩქა­რობ, ბავ­შვი ჯერ მხო­ლოდ ორ წლი­ნა­ხევ­რი­საა, ბი­ძა­მის­მაც სამი წლი­სამ და­ი­წყო ლა­პა­რა­კით­ქო. მა­ინც მი­იყ­ვა­ნა. ალ­ბათ ეს ფაქ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა ანი ჯოლ­ბორდმა იმ სიც­რუ­ის მო­გო­ნე­ბის­თვის, რომ ბავ­შვი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­საა და თავ­საც იზი­ა­ნებს და , სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა ბავ­შვებ­სა­ცო!!!იმ კონ­კრე­ტულ ძი­ძა­ზე აღა­რა­ფერს ვწერ, სა­ხელ­საც კი არ ვახ­სე­ნებ მი­სას, უსა­ხე­ლო უსა­ხუ­რი არ­სე­ბაა ის და თა­ვი­სას მი­ი­ღებს!

ახლა ცრემ­ლე­ბად იღ­ვრე­ბა თურ­მე და პა­ტი­ე­ბას ითხოვს, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბას და ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას თა­მა­შობს. მათი მო­გო­ნი­ლი სიც­რუ­ის სცე­ნებს რომ დგამ­დნენ ეგ და ანი ჯოლ­ბორ­დი და ტყუ­ი­ლებს ავ­რცე­ლებ­დნენ, მა­შინ ხომ იყო ადეკ­ვა­ტუ­რი და და­ლა­გე­ბუ­ლი გა­იძ­ვე­რა ორი­ვე!!!კი­დევ რა გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა და ვინ იქ­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­რე­უ­ლი, დრო და გა­მო­ძი­ე­ბა გვიჩ­ვე­ნებს! რაც ვი­ცით, უკვე შემ­ზა­რა­ვია - ბავ­შვს კის­რით ათ­რევ­და ეს მხე­ცი, თან ისე უჭერ­და ფრჩხი­ლებს, რომ სის­ხლი სდი­ო­და!!!ბა­ღი­დან ჯერ არა­ვინ შეგ­ვხმი­ა­ნე­ბია, არა­ვის მო­უ­კი­თხავს ბავ­შვი, არა­ვის გა­მო­უ­ხა­ტავს თა­ნაგ­რძნო­ბა და წუ­ხი­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ორი წლის ბავ­შვი ცხრა თვეა მათი უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია!!!გუ­შინ და­ვი­წყე გა­მოს­ვლა შო­კი­დან და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, მის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­ზე და თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, რომ ესეთ "პრეს­ტი­ჟულ" და გა­პი­ა­რე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლი­თაა თბი­ლის­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არ აღ­მოჩ­ნდა არც ერთი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რის მქო­ნე თა­ნამ­შრო­მე­ლი, ადა­მი­ა­ნი!!!ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად დავ­წე­რე ამ­სიგ­რძე პოს­ტი. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დე კო­რექ­ტუ­ლი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ლა­კო­ნუ­რი ყო­ფი­ლი­ყო ჩემი სათ­ქმე­ლი და ნერ­ვე­ბი და ემო­ცი­ე­ბი მო­მე­თო­კა" - წერს მო­ქა­ლა­ქე.

ambebi.ge-მ სცადა ბრი­ტა­ნულ-ქარ­თულ სა­ბავ­შვო ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე ისი­ნი ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×