
თეა დარჩიას ქალიშვილმა, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა ნაციონალური ანსამბლი „სუხიშვილები“ დატოვა, სადაც 20 წელზე მეტი გაატარა.
ინფორმაცია, ნინო სუხიშვილმა ანსამბლის ერთ-ერთ კონცერტზე, სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. ნინო სუხიშვილმა მარიამ მათიაშვილს წარმატებები უსურვა:
„საუკეთესო მოცეკვავე, მარიამ მათიაშვილი ტოვებს დიდ სცენას. 20 წელი ამშვენებდა ჩვენ ყველა პროგრამას. წარმატებები მარიამ. ძალიან დაგვაკლდები მარიამ“, - თქვა ქორეოგრაფმა.
ნინო სუხიშვილმა დაასახელა მარიამ მათიაშვილის წასვლის მიზეზიც:
„თავს უძღვნის ოჯახს“, - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე