რეზონანსი
23.05.2026

რამდენიმე თვის წინ მტკვარში მომხდარ ტრაგიკულ ავარიას 25 წლის უტა ელიავა ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. უტას და, ანა ელიავა, გადაცემა "პრაიმშოუში" სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ძმა ემოციურად გაიხსენა და იმ მძიმე დღეზე ისაუბრა, როდესაც ოჯახის წევრებმა ტრაგედიის შესახებ შეიტყვეს.

ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი გადარჩა, ხოლო უტას ცხედარი მაშველებმა მეორე დღეს დილით იპოვეს.

„დილით გავიგე ყველაფერი. სოციალურ ქსელში ვნახე პოსტი და ასე შევიტყვე. ახლობლები არ მპასუხობდნენ. სახლში მოვიდნენ, მამა და ჩემი რძალი წაიყვანეს და უთხრეს, თითქოს ბაბუა ცუდად იყო. მამაჩემი ყვიროდა - „ხომ არ ამოვწყდითო“, - იხსენებს ანა ელიავა.

ანა ელიავამ ასევე ისაუბრა უტასა და მისი მეგობრის, გიორგის განსაკუთრებულ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ მათ შორის უთანხმოება არასდროს უნახავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×