რეზონანსი
22.05.2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების იმ ნაწილს პასუხობს, სადაც ელჩი ამტკიცებს, რომ შუა დერეფანი და ამ პროექტში საქართველოს როლი ისეთი მნიშვნელობის არ არის, რომ ამის გამო ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.

მაია ბითაძე აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ გაერთიანებაში არა ამ პროექტის გამო, არამედ იმ მიღწევების გათვალისწინებით შევა, რომლებსაც ევროპული კვლევები მოწმობენ.

„საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ევროკავშირში მიიღებს დერეფნის გამო, ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ აქ მთავარი არის ის დამსახურება, ის წარმატებები, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის გზაზე, მათ შორის ევროკავშირის შეფასებების მხრიდან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×