რეზონანსი
22.05.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნების შესაძლო თარიღებთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა არა არჩევნების ჩატარების დრო, არამედ მარცხია. 

პაპუაშვილის მტკიცებით, მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები 2027-ში გაიმართება თუ 2028-ში, რადგან ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება.

„რა აზრის აქვს, ვინც ახლა ცდილობს, რომ ასეთი საკითხები წამოწიოს? რა აზრი აქვს, 2026 ში დამარცხდები, 20 თუ 28-ში რა მნიშვნელობა აქვს? მათი პრობლემა ის კი არ არის, რომ არჩევნები როდის იქნება, 27-შ თუ 28-ში, მათი პრობლემა ის არის, რომ არჩევნებში მარცხდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×