რეზონანსი
22.05.2026

გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის ადვოკატმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ლევან ახობაძის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაცხადა. კუპრაშვილისთვის უცნობია, რა არის ამოღებული ლევან ახობაძის სახლიდან და უცნობია ისიც, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები სხვა ლოკაციაზე.

„დააკავეს ბატონი ლევან ახობაძე, შესაბამისად, ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპისთვის შემიძლია ის გითხრათ, რომ გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება. ვერ გეტყვით დეტალურად, რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო იმ ნივთების დათვალიერება მოხდა.

მე მივდივარ ახლა საგამოძიებო ორგანოში, შევხვდები ბრალდებულს, გავესაუბრები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არაფერი არ ვიცით, ის, რაც თქვენთვის საჯარო სივრციდან საგამოძიებო ორგანოს განცხადებიდან არის ცნობილი, მხოლოდ ეს ვიცით ამ ეტაპისთვის. მე მხოლოდ ეს ლოკაცია ვიცი, ჯერ მასალები არ გვაქვს მიღებული და ვნახავთ, სად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×