რეზონანსი
22.05.2026

„არ მჭირ­დე­ბა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, მე მინ­და, მარ­ტო ვიყო“, - ასე უპა­სუ­ხა სა­პატ­რი­არ­ქოს რე­ზი­დენ­ცი­ას­თან მომ­ხდა­რი ხუ­ლიგ­ნო­ბის და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულმა როს­ტომ მაზ­მიშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს კი­თხვა­ზე, სურ­და თუ არა მისი ინ­ტე­რე­სე­ბი ად­ვო­კატ ილია ნაც­ვლიშ­ვილს და­ეც­ვა. მო­სა­მარ­თლეს ბრალ­დე­ბულ­მა უპა­სუ­ხა, რომ კერ­ძო ად­ვო­კატს თან­ხას ვერ გა­და­უხ­დი­და და არ სურ­და მას დაც­ვა.

„არ ვიცი, ად­ვო­კა­ტი სა­ხა­ზი­ნოა თუ კერ­ძო. მე ასე მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. იყოს სა­ხა­ზი­ნო, კერ­ძოს მე ფულს ვერ გა­და­ვუხ­დი. თუ დე­და­ჩე­მი ასე თვლის, იყოს ასე, მაგ­რამ მე მირ­ჩევ­ნია მარ­ტო ვიყო, არ მჭირ­დე­ბა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, მე მინ­და, მარ­ტო ვიყო“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, მისი უფ­ლე­ბე­ბი ად­ვო­კატ ილია ნაც­ვლიშ­ვილს და­ეც­ვა.

„იმის ახ­სნა მინ­და, რა­ტომ ჩა­ვი­დი­ნე ეს ქმე­დე­ბა და ამ კი­თხვას ვე­ლო­დე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

„ვსვამ კი­თხვას, რა­ტომ ჩა­ვი­დი­ნე და პა­სუხს მე ვცემ. და­ვი­წყოთ იქი­დან, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რას, ხან ნო­მე­რი დავ­ტო­ვე, ხან რა დავ­ტო­ვე, სა­მე­ბა­ში ვი­ყა­ვი წყნა­რად, დაც­ვას ვთხო­ვე მო­საყ­დრე ში­ოს­თვის გა­და­ე­ცათ, რომ შეხ­ვედ­რა მსურ­და, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მი­ვე­დი, გა­მო­მიშ­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა, რა დრო­საც მას მო­სა­მარ­თლემ სი­ტყვა შე­ა­წყვე­ტი­ნა და უთხრა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­და ის, შე­სა­ბა­მი­სად, მისი უფ­ლე­ბა რომ არ დარ­ღვე­უ­ლი­ყო, პო­ზი­ცია ად­ვო­კატ­თან შე­ე­თან­ხმე­ბი­ნა.

როს­ტომ მაზ­მიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. 

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტომ მაზ­მიშ­ვი­ლი 2026 წლის 20 მა­ისს, რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ავ­ტო­მან­ქა­ნით შე­იჭ­რა სა­პატ­რი­არ­ქოს რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც და­ა­ზი­ა­ნა ე.წ. „შლაგ­ბა­უ­მი“, შე­სას­ვლე­ლი კარი და ეზო­ში მდგო­მი ავ­ტო­მან­ქა­ნა. შემ­დგომ კი ის ეზო­ში მყოფ პი­რებს ემუქ­რე­ბო­და. როს­ტომ მაზ­მიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სხვის ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა) და 239-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ხუ­ლიგ­ნო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ია­რა­ღად სხვა საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×