რეზონანსი
22.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც. მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც. 

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს. ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×