
იზოლატორის დატოვების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა პირველი მიმართვა გაავრცელა.
„ჰაი, დავბრუნდი, ისევ ისე მიყვარხართ, როგორც მიყვარდით, შეიძლება, უფრო მეტადაც კი. დანარჩენს მერე მოგიყვებით. ეს რა სიგიჟე ხდება, დიუშენის ბავშვებს, 300 ათასი ლარი შეუგროვეს სტუდენტებმა და მოქალაქეებმა. აქეთ ეს საქართველო და იქეთ - „ქოცები“. აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს“, - წერს ჟორჟოლიანი.
ტელეწამყვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 მაისს შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.