
სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მკურნალობას აგრძელებენ
ოთხი პაციენტი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში რჩება.
კლინიკის ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას პირველ ეტაპზე სპლენექტომია ჩაუტარდა, აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობაც და მეორე ოპერაციაც დასჭირდება.
წინა მხარის მოტეხილობის გამო, ტრამვატოლოგიური ჩარევა გახდა საჭირო მეორე პაციენტთან, ოჯახის წევრები მის თბილისში გადაყვანას გეგმავენ.
რაც შეეხება დანარჩენ ორს, ექიმის ინფორმაციით, მათ მცირე ტრამვები და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებათ.
ერთი დაშავებული თელავის რაიონული საავადმყოფოში მკურნალობს. დირექტორის, ზურა ჭანკოტაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას თავის ტვინის შერყევა და ხერხემლის მალის მოტეხილობა აქვს, რომელიც ოპერაციას არ საჭიროებს. პაციენტს რამდენიმე დღეში სახლში გაწერენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან მოხდა. სოფელ ახაშენის სკოლის „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.
მთავარი ამბები კახეთიდან