რეზონანსი
22.05.2026

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ სატრანსპორტო საშუალების საგამოცდო მოედანზე შუახნის კაცმა გულის შეტევა მიიღო, რის შემდეგაც ის სასწარაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

როგორც „ქართლის ამბები“ წერს, გარდაცვლილი 57 წლის კაცია, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტიდან იყო.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×