რეზონანსი
22.05.2026

დაუმძიმებენ თუ არა ბრალს გრიგოლ ლილუაშვილს? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სუს-ის ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ თქვეს, რომ ქრთამის აღების საქმეზე, რაზეც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს, თავად გრიგოლ ლილუაშვილიც იყო ინფორმირებული. 

„TV პირველი“ სუს-ის ყოფილი შეფის ადვოკატს, ლანა ცერცვაძეს ესაუბრა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დამძიმებას არ ელოდება. ცერცვაძის თქმით, ის ეცდება დღესვე მოინახულოს რუსთავის ციხეში სუს-ის ყოფილი შეფი. 

„ერთი რამ, რაც ცალსახად მინდა გითხრათ, არანაირი სახის დანაშაულებრივ ქმედებასთან არაფერი კავშირი მე გრიგოლ ლილუაშვილის არ ვიცი. მეორე შემთხვევაში, არ ვიცი ლევან ახობაძეს ვინ და რას ედავება. მასე ჰიპოთეტურად აქამდეც წაყენებული არის ბრალები, რომელიც ფიზიკურად ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დასტურდება. არ ველოდები ბრალის დამძიმებას. მე ბატონ ლილუაშვილს თუ მოვახერხებ მოვინახულებ დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, აქამდე ერთმანეთში კონსულტაცია რაც გვაქვს გავლილი, არანაირი სახის დანაშაულებრივ ქმედებაზე არ საუბრობს, როგორც ჩადენილს მისი მხრიდან. შესაბამისად, გამოვრიცხავ მომავალშიდაც ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომელიც შეიძლება რაღაცა დანაშაულებრივ ქმედებასთან იყოს ასოცირებული“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფატზე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×