რეზონანსი
22.05.2026

პარიზში, საფეხბურთო კლუბ „ნიცას“ 100-მდე გულშემატკივარმა მასობრივი არეულობა და ჩხუბი მოაწყო. შავებში ჩაცმული პირები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ბარს და ქუჩაში მყოფ გამვლელებს, იყენებდნენ ხელკეტებს, ცივ იარაღს, ისროდნენ სკამებს.

ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. პოლიციამ 65 თავდამსხმელი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის კონკრეტული მოტივი არ არსებობდა. ქალაქში ჩასული გულშემატკივრები საკუთარი გუნდის მატჩამდე მიზანმიმართულად ეძებდნენ კონფლიქტის საბაბს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×