რეზონანსი
22.05.2026

უკრაინასთან ურთიერთობის დაზიანებაში საქართველოს წვლილი არის ნული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ნაბიჯებს უკრაინისგან ელოდება.

„ჩვენ თავიდანვე მივესალმეთ და ვთქვით, რომ ეს უკრაინის ხელისუფლების ინიციატივა იყო. ჩვენი სათქმელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მათ შორის, ბოლო შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მოახსენა. ამ ურთიერთობის დაზიანებაში ჩვენი წვლილი არის ნული. ამიტომ ჩვენ ველით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, თუ აქვს მზაობა, სათანადო დასკვნები უნდა გამოიტანოს, რა იყო სწორი, რა – არასწორი, რა უნდა გამოსწორდეს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. უკრაინის ხელისუფლება თუ გადაწყვეტს, რომ ახლა საქართველოსთან კეთილმეგობრული ურთიერთობა სურს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×