რეზონანსი
22.05.2026

საქართველო არ არის ევროკავშირზე ეკონომიკურად მიბმული ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ბრიუსელის ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე არ დგას- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვინაიდან შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და სანქციების ენას პარტნიორობა არ ჰქვია.

მისი თქმით, საქართველო არ არის ევროკავშირზე ეკონომიკურად მიბმული ქვეყანა და სანქციებით და პოლიტიკური ზეწოლით ვერაფერს დააკლებენ საქართველოს.

„დღეს უკვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის.

სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემას, თანასწორ დამოკიდებულებას და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ნიშნავს, ხოლო როდესაც მუდმივად გვესმის შანტაჟი, მუქარა, ზეწოლა და სანქციების ენა, ამას პარტნიორობა აღარ ჰქვია.

საქართველო არ არის ევროკავშირზე ეკონომიკურად მიბმული ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ბრიუსელის ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე არ დგას. საქართველოს ეკონომიკა, ბიზნესი და საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია, ვიდრე ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს წარმოუდგენია.

სანქციებით და პოლიტიკური ზეწოლით ისინი ვერაფერს დააკლებენ საქართველოს. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს და არავის მისცემს უფლებას, ეროვნული ინტერესები გარედან უკარნახოს“ - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×