რეზონანსი
22.05.2026

რა თქმა უნდა, არ განიხილავს, მაგრამ მათთვის რა აზრის აქვს, ვინც ცდილობს ასეთი საკითხის წამოყენებას - 2026-ში, 27-ში, თუ 28-ში დამარცხდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, მარცხი ხომ ყოველთვის მარცხია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, განიხილავს თუ არა ვადამდელ არჩევნებს „ქართული ოცნება“ და რა შემთხვევაში შეიძლება ვნახოთ ასეთი არჩევნები, რადგან ამის მოლოდინი არსებობს.

პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიციის პრობლემა არ არის ის, თუ როდის ჩატარდება არჩევნები, არამედ მათი რეალური პრობლემაა ის, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვთ.

„მათი პრობლემა ის კი არ არის, არჩევნები როდის იქნება, მათი პრობლემა ისაა, რომ მხარდაჭერა არ აქვთ და არჩევნებში მარცხდებიან. როგორ შეიძლება მხარდაჭერა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ელჩის ვასალი უნდა იყოს. ასეთი ხელისუფლება უნდათ, აქ უნდა იყოს უცხოეთისგან მართული, ვასალი სახელმწიფო, ამ ვასალობას ჩვენ 35 წლის წინ გავექეცით სისხლით და ბრძოლით და ახლა ამ ვასალობაში დაგვაბრუნონ იმის გამო, რომ ვისი ვასალიც ვიქნებით, იმ სახელმწიფოს სახელი რ-თი კი არა სხვა ასოთი დაიწყება, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოქროს გალია რკინის გალიაზე რაიმეთი უკეთესია, ძალიან ცდება. მთავარი თავისუფლებაა და ამ თავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ ყველასთან მიმართებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×