რეზონანსი
22.05.2026

იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია, დამხობისკენ მოწოდებაც, რომ ჰგონია პოლიტიკური განცხადება გასაკვირი არაფერია, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საიას“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ლევან ხაბეიშვილისთვის და მურთაზ ზოდელავასთვის გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი თქმით, „საიაგან“ არავის უნდა უკვირდეს მსგავსი შეფასება, ვინაიდან ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ გინება გამოხატვის თავისუფლებაა.

„იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია და იცით, რომ „საია“-მ გაასაჩივრა სტრასბურგში საქმე, რომელზეც ორი დღის წინ იყო გადაწყვეტილება მიღებული სტრასბურგის, სადაც დამარცხდა „საია“ და მისი დამფინანსებელი ევროკავშირი, რომელსაც უნდოდა, რომ საქართველოში ზიზღის ენის დაკანონება მომხდარიყო, როდესაც გინება, ლანძღვა მიაჩნია გამოხატვის თავისუფლებად, იმ ორგანიზაციისგან დამხობისკენ მოწოდება, რომ ჰგონია პოლიტიკური განცხადება, გასაკვირი არ არის.

ერთ რამეს უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ეს მათი სამართლებრივი არაკვალიფიციურობის გამო კი არ არის, ეს არის დავალება, რომელსაც იღებენ დამფინანსებლის მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არის ბრიუსელი, რომლისგანაც დაფინანსებას „საია“ იღებს და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან, რომელიც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში ძალადობა, ზიზღი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა იყოს დაკანონებული და ამაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×