რეზონანსი
21.05.2026

 უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 22 მაისს, შიომღვიმის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ამა წლის 22 მაისს, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას აღავლენს შიომღვიმის მამათა მონასტერში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×