
დამკვეთებმა უთხრეს, რომ დაგვენახეთ რამდენი ხართო. ისე, ჩვენც გვაინტერესებს, რამდენი დარჩა აქტიური ნაწილი ვინც ქუჩაში გადის. რადიკალებმა რა ტაქტიკაც არ უნდა დაალაგონ და შეცვალონ, ვერ მოუგებენ ხელისუფლების და საზოგადოების ერთობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ 26 მაისს რადიკალების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რას გეგმავენ რადიკალები, რადგან ეს გეგმა თავშივე განწირულია.
„ამათ აქვთ მორიგი აღლუმი. დამკვეთებმა უთხრეს, რომ დაგვენახეთ რამდენი ხართ, ვინ გადარჩით ამ ქარტეხილების მერე.
საკმაოდ დიდ ქარტეხილში გავატარეთ ეგენი, საზოგადოებამ ცალკე, ხელისუფლებამ ცალკე. საკმაოდ შევაჯანჯღარეთ. ისე, ჩვენც გვაინტერესებს, რამდენი დარჩა აქტიური ნაწილი ვინც ქუჩაში გადის. ერთ შედარებას მოვიყვან, ჩვენ გვქონდა საფეხბურთო გუნდი „წნორის მილანი“. აი, „წნორის მილანი“ „იტალიის მილანთან“, რომ ათამაშო, „წნორის მილანმა“ რა ტაქტიკაც არ უნდა დაალაგოს „იტალიის მილანს“ ვერ მოუგებს და ასე არიან ჩვენი რადიკალებიც. ტაქტიკა, რაც არ უნდა შეცვალონ, ვერ მოუგებენ ხელისუფლების და საზოგადოების ერთობას. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ამ ბრძოლაში, სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს საზოგადოების ინტერეს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.