რეზონანსი
21.05.2026

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება და მას მორიგი არადიპლომატიური ნაბიჯად მიიჩნევს.

მაჭარაშვილის შეფასებით, საქართველო სუვერენიტეტის დათმობის ფასად არ აპირებს ევროკავშირისა და NATO-ში გაწევრიანებას. მისივე თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტი ნებისმიერ გაერთიანებაზე მაღლა დგას.

"რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენიტეტის ფასად, არსად არ შევალ. სამწუხაროდ, როგორც მოლდოვის ხელისუფლებამ თქვა, რომ მოლდოვა თურმე შეუერთდება სხვა ქვეყანას და ამით გახდება ევროკავშირის და NATO-ს წევრი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზით არ ვაპირებთ გავხდეთ რომელიმე გაერთიანების წევრი. საერთოდ, არამარტო გერმანიის ელჩს, ევროკავშირის ელჩს და ზოგადად, Deep state-ის პირდაპირ აღმასრულებელს საერთოდ არ მიაჩნიათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არის პრიორიტეტი, მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა არის ბრიუსელზე დამოკიდებულება.

თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ევრობიუროკრატიას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საერთოდ პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს თანამედროვე ევრობიუროკრატიას და რა გასაკვირია ახლა რომ საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდეთ პრობლემები. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ ცალ ფეხზე დგომით, სუვერენიტეტის დაკარგვით, ომით, ტერიტორიების დათმობით, კაცების ქორწინებით და სარწმუნოების შეურაცხყოფის ხარჯზე, რა თქმა უნდა, არცერთ გაერთიანებაში არ შევალთ. ყველა ელჩმა ნება იბოძოს და შეასრულოს არა მისი დამკვეთების, Deep state-ის სახით, არამედ დიპლომატიური ფუნქციები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ჩამოსცილდა და ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზას გადაუხვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×