რეზონანსი
21.05.2026

პატრიარქ შიო III-ის პირველი პედაგოგი ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი ეკელსიის მწყემთავრის ბავშვობის წლებს სიამაყით იხსენებს. მან ყურადღება გაამახვილა  მუსიკით ადრეულ დაინტერესებასა და იმ განსაკუთრებულ თვისებებზე, რაც მას 7 წლის ასაკიდანვე ახასიათებდა.

„ძალიან აღფრთოვანდა, ჩელო რომ დაინახა. ხელი გავატარებინე სიმებზე და თქვა – აი, რა ბგერა აქვსო… 7 წლის იყო, როდესაც ჩემთან მომიყვანეს. მას „ბუტას“ ვეძახდით. ძალიან მონდომებულად მეცადინეობდა. ბახი უყვარდა განსაკუთრებულად, უბრალოდ გიჟდებოდა მასზე და თითქმის ყველაფერი დავუკარით, რაც კი ბახის შემოქმედებიდან იყო შესაძლებელი“, - განაცხადა ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილმა. 

როგორც პედაგოგმა „კურიერი PS“-სთან აღნიშნა, მათი გაკვეთილები მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლებოდა და დიდ ადგილს უთმობდნენ ზოგადი განათლების საკითხს.

„მხოლოდ ინსტრუმენტზე არ ვუკრავდით – წიგნებზე, მუსიკაზე, მწერლობაზე, ლექსებზე, სიყვარულსა და აბსოლუტურად ყველაფერზე ვსაუბრობდით“, – იხსენებს ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×