
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სურვილები ნაკლებად აქტუალურია, მთავარია, რა სურს ქართველ ხალხს.
მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილმა კარგად იცის, სად დგას ქართველი ხალხი.
„მიხეილ სააკაშვილი რასაც ითხოვდა, 2012 წლამდე მის რეალიზებას მეტ ნაკლებად ახდენდა. ეს ქვეყანა კინაღამ აღგავა მიწისაგან პირისა – ოკუპანტისთვის ტერიტორიების ჩაბარებით, ქუჩაში ხალხის ხოცვით, პატიმრების გაუპატიურებით, ქონების წართმევით და ა.შ.
სააკაშვილის სურვილები ნაკლებად აქტუალურია, მთავარია, ქართველ ხალხს რა სურს. მათ არ სურთ, არც სააკაშვილი, არც „ოპოზიციური ალიანსი“, არც „ნაცმოძრაობა“ და ეს აშკარაა. სად დგას ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ეს მან კარგად იცის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.