რეზონანსი
21.05.2026

ბაჩო ახალაია თან ამბობს, რომ უდანაშაულოა და თან პირდაპირ დამხობაზე ოცნებობს, რისი დამხობის უნარი აქვთ, ეს სხვა საკითხია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ადამიანები დამხობაზე მეოცნებე ადამიანები არიან, რაც საქართველოს განადგურებას ნიშნავს.

„დამხობით ერთმანეთს თუ დაამხობენ, მაგრამ ეს ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ გზავნილს, არამედ რადიკალური ჯგუფების მესიჯს აჟღერებს და ეს ფაქტია. ეს ადამიანები დამხობაზე მეოცნებე ადამიანები არიან და ეს დამხობა რას ნიშნავს? საქართველოს განადგურებას და სისხლის ღვრას. ეს სცენარი 30 წლის წინ გვაქვს ნანახი, მაგრამ ეს არასოდეს აღარ განმეორდება. ამიტომ, ამ ადამიანებს ერთმანეთის დამხობა მოუწევთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×