რეზონანსი
21.05.2026

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ევროპას შორის არსებული განხეთქილება ბოლო ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყველაზე ღრმაა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. ამავე დროს ნატო-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ნატო-ს ჩანაცვლება არ შეუძლია.

„არა, ეს აღარ იქნება ის ნატო, რომელსაც თითქმის 80 წლის განმავლობაში ვიცნობდით, რადგან საუბარია ევროპასა და აშშ-ზე, რომლებიც ერთად უპირისპირდებიან ყველა საფრთხეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის განხეთქილება არ დავუშვათ“, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-ს მომავალთან დაკავშირებით გადაჭარბებულ სპეკულაციებს არ ემხრობა.

„მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ბუნდოვანება ჩვენი მზადყოფნის შესახებ, დავიცვათ ერთმანეთი“, – თქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე უარყო იდეა, რომ ევროკავშირს შეუძლია ნატო-ს ჩანაცვლება.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირს, მაგრამ არ მჯერა, რომ ევროკავშირს შეუძლია ნატო-ს ჩანაცვლება, როდესაც საქმე კოლექტიურ უსაფრთხოებასა და თავდაცვის გარანტიებს ეხება“, – თქვა სტოლტენბერგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×