რეზონანსი
21.05.2026

ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზიდან“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე.

„ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს.

დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის (როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო), ხოლო მოლდოვის გზა - საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე (როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა).

აქეთკენ გვექაჩებიან და ამას გვაგუებენ - განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე - სწორედ ეს არის 21-ე საუკუნის დანაელთა ძღვენი“, - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×