რეზონანსი
21.05.2026

ნახევრად სიმართლე - სრული სიმართლე ვერ იქნება! როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე - რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები? - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ. 

წერილში ავტორი აღნიშნავს, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება განცხადებებს მხოლოდ ევროკავშირის მისამართით აკეთებს საჭიროა, რომ ის ზოგადად დასავლური პოლიტიკური სივრცის  საერთო პასუხისმგებლობაზე საუბრობდეს. 

მისივე თქმით, საჭიროა საუბრის დაწყება იმაზე, რომ დღევანდელი კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა არ არის და მას  უფრო დიდი მასშტაბი აქვს და ფართო პოლიტიკური კრიზისია. 

„რატომ არ ისმის მკაფიო შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც კოპენჰაგენში განვითარდა? რატომ არ კეთდება განცხადებები მაშინ, როდესაც საუბარია დემოკრატიულ სტანდარტებზე, ადამიანის უფლებებსა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებაზე?

თუ საქართველოს ხელისუფლების მიზანი მართლაც საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებაა და არა მხოლოდ პოლიტიკური აქცენტების შერჩევითი გამოყენება, მაშინ დასავლური პოლიტიკური სივრცის საერთო პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ იმ ძალებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში თავს დემოკრატიული სამყაროს მთავარ დამცველებად წარმოაჩენდნენ.

საჭიროა გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ დღეს კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა აღარ არის, ეს უფრო ფართო პოლიტიკური და ღირებულებითი პროცესია, რომელთან დაკავშირებით დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც ხმამაღალი განცხადებები,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×