რეზონანსი
18.05.2026

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

თერთმეტი იდენტიფიცირებული პირიდან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. ოჯახების გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის, სამხედროებს სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძლავენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი იმყოფებოდა.

პანაშვიდი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×