რეზონანსი
18.05.2026

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას გაცნობის ისტორია მოჰყვა. 

„როგორც ხათუნა ამბობს, შენს ასაკთან შედარებით ბევრი ღირებული თვისება ვიპოვე შენშიო, ის რაც კაცში მიყვარდა და მომწონდაო. გადაწყვეტილებაც არ იყო მარტივი, ვიღაცებს ჰქონიათ, რომ მარტივი იყო თუნდაც ცოლად მოყვანის გადაწყვეტილება. მე მგონი პირველად ვამბობ ამას, არ იყვნენ თანახმა ჩემი ოჯახის წევრები ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა. მათ შორის არც ჩემი სულიერი მოძღვარი, გარდაცვლილია მეუფე სერაფიმე და არ მირჩევდა ეს ნაბიჯი გადამედგა. მე მიყვარდა და გადავდგი ეგ ნაბიჯი და აგერ უკვე 21 წელია ერთად ვართ.“ - ამბობს ზურა ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×