
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და დამნაშავის დასჯას ითხოვს.
„ვაი ჩემო საწყალო ქმარო, ეს ვის გადაეყარე, მიგსრისა მანქანაში, თავის გადარჩენა გინდოდა და პირდაპირ შენ გიმიზნა, კი არ ნანობენ აქეთ მოდიან იერიშზე, ვითომ წიწილი იყავი, დაგვაქცია და დაგვამხო, გაგვაშავა. მის შვილებს უნდა მიხედოთ-თქვა და ფეხებზე დაიკიდეს. რა სიკვდილად მინდოდა ვინმე შენ მყოლოდი გვერდით, აწი მე რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო, უნდა ვიწვალო და ვიწამო უშენოდ. აბა, შენ ყოფილიყავი დამნაშავე და შენ მოგეკლა ვინ გაგვახარებდა, კიდე მართალი ჰგონიათ თავი. სიკვდილი, სიკვდილი და მერე როგორი სიკვდილი, გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო ეხვეწებოდი ექიმებს, როგორ უნდა გაგიმეტო ცივი მიწისთვის, როგორ დაგტოვო იქ“ - წერს გარდაცვლილი დემურ სალუქვაძის მეუღლე.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე