
17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. იგი 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეა ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ტრადიციული ოჯახური ღირებულებების, მშობლების პატივისცემისა და ოჯახური სიმტკიცის დაცვაა.
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ კი გადაწყვიტა ჰომოფობიის და ტრანსფობიისა წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ისაუბროს და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"17 მაისი - ჰომოფობიის და ტრანსფობიისა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, არ ნიშნავს და არასდროს ნიშნავდა რომელიმე იდეოლოგიის იძულებით გაზიარებას, ამ დღის აქცენტი იყო და არის, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არ გახდნენ ძალადობის, დევნის ან სისტემური ჩაგვრის მსხვერპლი.
ხოდა ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს მინდა კვლავ და ყოველთვის დავუდასტურო მათი თანაბარი ღირსების პატივისცემა", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე