რეზონანსი
12.05.2026

„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერები „კარდაკარის“ კამპანიის ფარგლებში მეტროსადგურ „დიდუბესთან“ მოსახლეობას ხვდებიან.

ლიდერები, მოსახლეობას 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აწვდიან და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისს ბევრნი ვიქნებით. ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და ჩვენ პირადად გადავცემთ მოსაწვევს. ეს არის ერთიანობის დღე. ჩვენ არა თუ უკან არ ვიხევთ, არამედ ერთად ვდგავართ და ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს წინ ვერაფერი დაუდგება.

ვაგრძელებთ კამპანიას, დღეს „დიდუბეში“ ვართ და კამპანიას ვაგრძელებთ. განწყობა პოზიტიურია. ხვალ გლდანში გადავინაცვლებთ და მთელ თბილისს მოვივლით“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, „ოპოზიციის ალიანსმა“ „კარდაკარის“ კამპანია თბილისში 11 მაისს დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×