რეზონანსი
12.05.2026

ცდილობენ, გადაგვიყვანონ იმ მთავარი სულიერი ხაზიდან, რაც ქართველ ხალხს საუკუნეებია, მოსდევს, - ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას ერთი და იგივე ადამიანები ებრძვიან.

„არის არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ქვეყანა მისი ისტორიული გზიდან გადაიყვანოს. ეს ისტორიული გზა აისახება როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე სულიერი ცხოვრებაში. ცდილობენ, გადაგვიყვანონ ისტორიულ-პოლიტიკური გზიდან, რაც გულისხმობს ჩვენი ერის კეთილდღეობას და ქვეყნის მთლიანობას. ასევე, ცდილობენ გადაგვიყვანონ იმ მთავარი სულიერი ხაზიდან, რაც ქართველ ხალხს საუკუნეებია, მოსდევს. აქ გასაკვირი არაფერი არ არის. სახელმწიფოს და ეკლესიას ერთი და იგივე სახეები ებრძვიან. ეს არის ერთი და იგივე ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარეს. ერიც და ბერიც უნდა ვაცნობიერებდეთ, რა ბრძოლაში არის საქართველო. ეს ბრძოლა როგორც აქამდე ღირსეულად მიდიოდა საქართველოს და ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ, ასევე უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×