რეზონანსი
11.05.2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებით საუკეთესო გეგმა აქვს.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გეგმა „ძალიან მარტივია".

„მე მაქვს გეგმა - იცით, ეს ძალიან მარტივი გეგმაა. არ ვიცი, რატომ არ ამბობთ ისე, როგორც არის - ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ჩვენ მსოფლიოს სამსახურს ვუწევთ", - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ომის დასრულების შესახებ წინადადება, რომელიც ირანმა აშშ-ს გაუგზავნა, „სისულელეა".

ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალიან მყიფე მდგომარეობაშია.

„ვიტყოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მასიურ სიცოცხლის შენარჩუნების აპარატზეა. ეს ჰგავს იმას, როდესაც ექიმი შემოდის და ამბობს: „ბატონო, თქვენს საყვარელ ადამიანს [გადარჩენის] 1%-იანი შანსი აქვს", - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ომის დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა :

„ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია. მისმინეთ, მე მათთან [ირანელებთან] ოთხჯერ ან ხუთჯერ მქონდა შეთანხმება. მათ აზრი შეიცვალეს. ძალიან უპატიოსნო ხალხია, ხელმძღვანელობა", - აღნიშნა ტრამპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×