რეზონანსი
09.05.2026

ახალციხეში, სოფელ აწყურთან, ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი კლინიკა "იმედშია" შეყვანილი, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტი კონტაქტურია და მას კვლევები უტარდება. მეორე დაშავებული ახალციხის რეფერალურ კლინიკაში იმყოფება. მასაც გამოკვლევები უტარდება.

ცნობისთვის, აწყურთან ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. "სუბარუს" მარკის ავტომობილი ცხენს შეეჯახა, გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა.

გარდაცვლილები პროზექტურაში გადაიყვანეს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×