
მმართველი გუნდის დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, იკვეთება, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები გარე ძალების მხრიდან იყო ლობირებული და მხარდაჭერილი.
ზარქუამ კომენტარი გააკეთა სასამართლოს მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის განაჩენის გამოტანაზე.
„ერთი კაცი ვერ გამოვიდა - ევროკავშირის ელჩი რომ ჰქვია და დემოკრატიაზე ლექციებს რომ გვიკითხავს, პრეზიდენტს შეუმტვრიეს ღობე, ჩამოგდებით ემუქრებოდნენ, იმუქრებოდნენ მთავრობის დაკავებით, ჩამონგრევით და ამაზე ელემენტარული, კომენტარიც არ გააკეთა, რომ სიმბოლურად მაინც დაეგმო.
ვერ დაგმობს, რადგან იკვეთება, რომ ეს მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი და ლობირებული და ბუნებრივია, შემდეგ ესენი ხომ ეტყვიან, შენ, ძმაო, დაკვეთას რომ გვაძლევდი, გვაფინანსებდი, ახლა არ მოგწონს?! ასეთ სიტუაციაში არიან და ბუნებრივია, კანონი არის უზენაესი!“ - აღნიშნა ზარქუამ.