რეზონანსი
08.05.2026

რუსეთის ზამთრის მასირებული თავდასხმების კამპანიის შემდეგ, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა პარასკევს განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„დღესდღეობით, გარკვეული ქვედანაყოფებისა და ბატარეებისთვის გამოყოფილი გამშვები დანადგარები ნახევრად ცარიელია - და ეს კიდევ რბილად ნათქვამია. მათ რაკეტების შეზღუდული რაოდენობა აქვთ“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი“ საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის სიტყვებს.

უკრაინა იყენებს ადგილობრივად შემუშავებულ ტექნოლოგიებს შორ მანძილზე მოქმედი რუსული დრონების ჩამოსაგდებად. ომის ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინა მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შეფერხებებს აწყდებოდა. იმის გამო, რომ მსგავსი სისტემები ახლა ასევე ფართოდ გამოიყენება ირანში მიმდინარე ომში, უკრაინა მომარაგების გაზრდილი წნეხის ქვეშ იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×