რეზონანსი
08.05.2026

„ქართული ოცნება“, ოპოზიციის მხარდამჭერის, ქეთი დევდარიანის განცხადებას რეალობის შეცვლის მცდელობად აფასებს. დევდარიანი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული „ტვ იმედის“ კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის „წაღება“ იყო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქეთი დევდარიანის ნათქვამი, ძალიან დიდი ფანტასმაგორია.

„2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რაც იყო, ის არის, რომ „იმედი“ დაუბრუნდა პატარკაციშვილების ოჯახს. ეს ნიშნავდა, რომ თავისუფალი სიტყვა აღდგა ჩვენს ქვეყანაში. საპირისპირო იყო „ნაცების“ დროს, როდესაც პირდაპირ ილაშქრებდნენ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ და მაშინ „იმედის“ ოკუპაცია ნიშნავდა თავისუფლების ოკუპაციას ჩვენს ქვეყანაში. ამ ქალბატონის ლოგიკით, თურმე ბრიტანეთს მთავრობა არ ერევა „იმედის“ საქმიანობაში და თავისუფალი სიტყვის საქმიანობაში და ერევა ხელისუფლება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფანტასმაგორიაა. მას ვურჩევდი, რომ ჯერ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება შეეფასებინა და მერე დაიწყოს საუბარი „იმედზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×