რეზონანსი
08.05.2026

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ გაიმართა.  

კონფერენცია თიბისისთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა  და თეგეტასთან პარტნიორობით და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ღონისძიებას ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, საერთაშორისო სპიკერები, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, ბიზნესასოციაციების, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური ინდუსტრიის პროფესიონალები, სტარტაპერები, მეწარმე ქალები, ინოვატორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

კონფერენციის თემატური სესიები მიეძღვნა ტექნოლოგიებში თანასწორობისა და ჩართულობის მნიშვნელობას, მრავალფეროვანი გუნდების როლს ინოვაციებსა და ბიზნესების წარმატებაში, გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც ქალები ტექნოლოგიებში გენდერული სტერეოტიპების გამო აწყდებიან, მათი დაძლევის გზებსა და წარმატებულ მაგალითებს.

თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ტექნოლოგიური კომპანია, აგრძელებს ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერების მხარდაჭერას - როგორც ინოვაციური გარემოს შექმნით, ისე პროფესიული განვითარების ხელშეწყობით. 

მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიური სფერო იყოს სივრცე, სადაც ქალებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, ლიდერობის გამოვლენა და ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ. სწორედ, მრავალფეროვანი გუნდი, ახალი ხედვები და და ადამიანებზე ორიენტირებული კულტურა ქმნის იმ ძალას, რომელიც ინოვაციას რეალურ შედეგად აქცევს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×