რეზონანსი
08.05.2026

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე,  ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ძალოვანების შესახებ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.  როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, აქციებზე უამრავ ადამიანს სცემეს, კადრშიც კარგად ჩანს და მხოლოდ ორი მათგანის დაკავება არაფერს ნიშნავს.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ ძალოვანების დაკავებას. აქ სულელები არავინ არ ვართ. ჯერ ერთი, ლევან ხაბეიშვილი არ უცემიათ და უწამებიათ მარტო. ასობით ადამიანზეა საუბარი, მათ შორის, ახალგაზრდაზე. ძალიან მერიდებოდა თავის დროზე ჩემ თავზე საუბარი, როცა ეს თავდასხმა მოხდა, ეს არის ფაქტი უტყუარი, მხოლოდ ფოტოსურათი ადასტურებს, რომ არ ჩაიხედო სამედიცინო დასკვნაში. 

ერთი რამე უნდა ესმოდეს საზოგადოებას. კადრებში ჩანს ათეულობით ადამიანი, დააკავეს 2 და დახურულად როგორ გამოაცხადეს საქმე. მე 27 წუთი ვიყავი თავდასხმის ობიექტი. პირდაპირ ეთერში იყო ჩემი გატაცება და არსებობს საათი, რომელზე გამიტაცეს. მე მეორე დღესვე დავასახელე კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არათუ მონაწილეობდა თავდასხმაში, ვგულისხმობ ე.წ. ხარებას, არამედ ახორციელებდა ჩემზე ვიდეო გადაღებას. მოვყევი პარალმენტის სხდომათა დარბაზში, რას მთხოვდა ეს ხალხი და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემზე თავდასხმას. ვიღაცის ჩვენება ჩვენებაა და ჩემი არა?“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე.

შეგეხსენებთ, რომ 7 მაისს, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა. ირკვევა, რომ ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×