
ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე, 27 წლის გახდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად მან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაპიროებს მიაშურა.
დღესასწაული რამდენიმე დღე გაგრძელდა. დაბადების დღე 1-ელ მაისს დაიწყო და, როგორც ჩანს, რამდენიმე დღის განმავლობაში შეკრებილებისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა. ქეთომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა: „27, თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე. მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის... და ჩემს საოცარ მეგობრებს ცხოვრებაში საუკეთესო დროისთვის“.
ქეთოს გვერდით იყვნენ მისი დები - მომღერალი ნინი ბადურაშვილი და ანასტასია თოფურიძე. გოგონების კომპანიაში ასევე იმყოფებოდა ცნობილი მოდელი და ტელესახე სალომე ღვინიაშვილი.
მეგობრებმა დრო მონაკოსა და კანის ულამაზეს ხედებს შორის გაატარეს. იუბილარი და მისი სტუმრები არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ - ელეგანტური საღამოს კაბები, ვახშამი პრესტიჟულ Hotel de Paris-თან და მზიანი დღეები სანაპიროზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე