რეზონანსი
05.05.2026

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის „ნიუ ლაიფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სკოლაში მომხდარი შემზარავი ამბის დეტალებს ჰყვება.

„ევროპულ სკოლაში მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით. 11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში. გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა. დარტყმების შედეგად, ბავშვი ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას, კანკალებდა, სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები, თვალები დაუსივდა და ტიროდა, მაგრამ დარტყმები გრძელდებოდა.

11-მა ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ ეს არის თამაში და ამ დერეფანში თავადაც გაუვლიათ... ვტირი, ვგლოვობ და ვიზიარებ მშობლების მწუხარებას ამ ენით აღუწერელი სადო-მაზოხიზმის, მოძალადე პატარა კაცობის, პერვერტობის, გაუნათლებლობის და მძიმე ტრავმად მიყენებული სამუდამო დაღისთვის...

ბოდიში და მადლობა „ევროპულ სკოლას იმისათვის, რომ უფრო მძიმე უბედურებისგან გვიხსნეს. ასე ხომ არავინ იცის, რა მოხდებოდა“, - წერს მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×