
მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც თბილისის ქუჩებში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ყოველ დღე მისდის ავტომობილის ჯარიმები, რაც იმას მოწმობს, რომ ავტომობილთა მფლობელებისთვის დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილება დაბრკოლებებით სავსე გახდა.
"დასწრებაზე ვართ, გამწარებულები დავრბივართ, რომ სადმე ჩავაკვეხოთ ეს მანქანა, ეს დამპალი მანქანა უკვე მეზიზღება... და გეფიცებით, უკვე დამეწყო, როგორი შიშები იცით, რომ მესიჯი რომ მომდის police.ge-დან, უკვე კანკალი მეწყება.
ყოველდღიურად 50 ლარი, 100 ლარი... ნუ, მესმის, კარგია, რომ ბიუჯეტში შედის ფული, მაგრამ ანუ ჩვენც ძალიან ცოდოები ვართ, ვისაც მანქანა გვყავს. როგორ ვიცხოვროთ, რომ ყოველ დღე ძალიან ბევრი ჯარიმა არ მოგვივიდეს? არ ვიცი, მე ვერ ვაკეთებ და აბა თქვენ მირჩიეთ", - ამბობს მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
1-ელი მაისიდან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილები ძალაში შევიდა და საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდა. კანონში ახალი სამართალდარღვევაცაა შეტანილი: სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება. ასევე, დამატებულია ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე