რეზონანსი
01.05.2026

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილური ASAN მომსახურეობის საშუალებით, 2026 წლის 5, 6 და 7 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოს საელჩოში აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის განხორციელდება შემდეგი მომსახურებები: პირადობის მოწმობების გაცემა და შეცვლა, მართვის მოწმობების შეცვლა და ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემა.

„მიმართვა განხორციელდება ელექტრონული რიგის პორტალის მეშვეობით წინასწარი რეგისტრაციით. ​მომსახურებებისთვის საჭირო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება. რიგის ასაღებად საჭიროა, შეხვიდეთ ვებგვერდზე, აირჩიოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოს საელჩო და 5, 6 ან 7 ივნისის თარიღებზე აირჩიოთ შესაბამისი მომსახურებები: პირადობის მოწმობის გაცემა/შეცვლა, მართვის მოწმობის შეცვლა და ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა. გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში თქვენ მიერ დაჯავშნილ დრომდე 15 წუთით ადრე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×