რეზონანსი
01.05.2026

სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და პო­ლო­ნეთ­ში - მოკ­ლუ­ლია ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, გი­ორ­გი ჭი­ლაშ­ვი­ლი. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ გოჟუვ-ველ­კო­პოლ­სკი­ში (Gorzów Wielkopolski) მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი 24-25 აპ­რი­ლის ღა­მეს მოხ­და. სამი ნაც­ნო­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ე.წ. „კი­ბე­ებ­თან“, დროს ერ­თად ატა­რებ­და და ალ­კოჰოლს მო­იხ­მარ­და. მათ­გან ორმა იქვე გამ­ვლელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მა­მა­კაცს ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში სას­ტი­კად სცემ­დნენ.

ნა­ცე­მი მა­მა­კა­ცი ქუ­ჩა­ში გამ­ვლელ­მა და­ი­ნა­ხა და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იგი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ორი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა: 25 წლის გრა­ცი­ან ფ. 23 წლის მარ­ტინ კ. ორი­ვე მათ­განს ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა.

რო­გორც ambebi.ge-ს მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა­ში 8 ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებ­და. მათ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­ლო­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ სამი მათ­გა­ნი და­ა­კა­ვა, ხუთ­ზე კი ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

„დე­დაც და დე­ი­დაც ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავს, აქ დე­ი­და ზრდი­და. ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს, თან ასე სას­ტი­კად. 8 ადა­მი­ან­მა მოკ­ლა გი­ორ­გი, 3 და­ა­კა­ვეს, ხუთს ეძე­ბენ. გი­ორ­გის დაც ჰყავს, სტუ­დენ­ტია ევ­რო­პა­შია გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით. პო­ლო­ნეთ­ში პე­რი­ო­დუ­ლად მი­დი­ო­და-ხოლ­მე, სულ იქ არ იყო. 20-25 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან მკვლე­ლე­ბი, რო­გორც ვი­ცით. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, გი­ორ­გის დედა ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, ამ ტრა­გე­დი­ას რო­გორ გა­და­ი­ტანს არ ვიცი. სას­ტი­კად სცე­მეს გი­ორ­გი, სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს“, - გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

პო­ლო­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბუ­ლებს არ გა­აჩ­ნი­ათ მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და სა­მუ­შაო. პო­ლო­ნუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჯგუ­ფურ ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რა­საც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი მოჰ­ყვა, დამ­ნა­შა­ვე­ებს 2-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×